ჩინეთში, ქვანახშირის კომპანიის ოფისში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა, 51 კი დაშავდა

10:14, 16.11.2023

ჩინეთში, ქვანახშირის კომპანიის ოფისში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა, 51 კი დაშავდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

შანქსის პროვინციაში, ქვანახშირის კომპანიის ოთხსართულიან ოფისში ხანძარი ადგილობრივი დროით 06:50 საათზე გაჩნდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. როგორც მედია წერს, შემთხვევის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

მსგავსი