ჩინეთში მარტის შემდეგ კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
ჩინეთში მარტის შემდეგ კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ჩინეთში მარტის შემდეგ „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფორმაციას „როიტერი“ ჩინეთს ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში გამოვლინდა ინფიცირების 61 ახალი შემთხვევა. 61 შემთხვევიდან 57 ადგილობრივი გადაცემის შედეგია. განახლებულ დღიურ მონაცემებში არ შედის იმპორტირებული შემთხვევები.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩინეთში დაფიქსირდა „კოვიდ-19“-ის 44 ასიმპტომური შემთხვევა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 83,891 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 4,634 ლეტალური აღმოჩნდა.