ჩინეთში „კოვიდ-19“-ის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთში „კოვიდ-19“-ის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამის მონაცემებს ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს. ახალი შემთხვევებიდან ყველა იმპორტირებულია.

ამასთან, ჩინეთში გამოვლენილია კორნავირუსით ინფიცირებული ექვსი უსიმპტომო პაციენტი, რაც წინა დღესთან შეადრებით, ცხრით ნაკლებია. უსიმპტომო პაციენტებს ჩინეთის ხელისუფლება კორონავირუსის შემთხვევების ოფიციალურ სტატისტიკაში არ აღრიცხავს.

ამგვარად, ჩინეთის ხელისუფლების მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 83 572 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილთა რიცხვი 4 634-ს შეადგენს. მაისის შუა რიცხვების შემდეგ, ჩინეთში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა.