ჩინეთში კორონვარუსით გარდაცვლილთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა
ჩინეთში კორონვარუსით გარდაცვლილთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა

ჩინეთში კორონვარუსით გარდაცვლილთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირებულია 2 700 ადამიანი.

ჩინეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ვირუსის მატარებელ ადამიანს ვირუსის გადაცემა სიმპტომების გამოვლენამდეც შეუძლია, რაც მდგომარეობას უფრო ამძიმებს.

ქვეყნის მთავრობა მოუწოდებს ყველა ადამიანს, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში ქალაქ უხანში იმყოფებოდნენ, დროულად მიმართონ ექიმს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის ჩაკეტვამდე უხანი ხუთმა მილიონმა ადამიანმა დატოვა.