ჩინეთში კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევების რიცხვი იზრდება

07:34, 28.07.2020
A CDC worker collects biomaterial from suspected 2019-nCoV patients for nucleic acid tests in Wuhan. Photographer: Getty Images/Barcroft Media

A CDC worker collects biomaterial from suspected 2019-nCoV patients for nucleic acid tests in Wuhan. Photographer: Getty Images/Barcroft Media

ჩინეთში კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევების რიცხვი იზრდება. ბოლო 24 საათში ჩინეთში გამოვლინდა 68 ინფიცირებული, რაც 6 მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მათ შორის 64 შიდა გავრცელების შედეგად დაავადებული პირია. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ინფიცირებულთა უმრავლესობა, 57 ადამიანი, სინძიანის პროვინციაში აღრიცხეს, ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა ლიაონინის პროვინციაში, ხოლო ერთი პეკინში.

ამავე დროს, ჩინეთის ხელისუფლება ცალკე აღრიცხავს ასიმპტომურ პაციენტებს. ბოლო დღე-ღამეში გამოვლინდა 34 მსგავსი შემთხვევა.

საერთო ჯამში, ჩინეთში გამოვლენილია 83 959 კოვიდინფიცირებული. გარდაცვლილია 4634 ადამიანი.

მსგავსი