ჩინეთში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

09:21, 08.04.2020

ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევების უმეტესობა იმპორტირებულია.

ჩინეთში იმპორტირებული შემთხვევების რაოდენობა უკვე 1042-ია.

ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 82 783 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 3 337 ადამიანი.

მსგავსი