ჩინეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 22 პეკინაშია რეგისტრირებული. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

წინა დღეს ჩინეთში კორონავირუსი 32 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან, ინფიცირების 25 შემთხვევა დედაქალაქში გამოვლინდა.

ამას გარდა, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა შვიდი უსიმპტომო პაციენტი. ჩინეთის ხელისუფლება უსიმპტომო პაციენტებს კორონავირუსის შემთხვევების სტატისტიკაში არ აღრიცხავს.