ჩინეთში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ცნობით, ახალი შემთხვევებიდან 16 დაფიქსირდა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე სინძიანის რეგიონში, დანარჩენი ექვსი შემთხვევა კი, იმპორტირებულია.

ამას გარდა, ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის 14 უსიმპტომო შემთხვევა, რომლებსაც ჩინეთის ხელისუფლება საერთო სტატისტიკაში არ ასახავს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ჩინეთში ოფიციალურად რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 83 644 შემთხვევა. გარდაცვლილთა რიცხვი 4 634-ს შეადგენს.