ჩინეთში კორონავირუსის 101 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ჩინეთში კორონავირუსის 101 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 101 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ 89 ახალი შემთხვევა ჩინეთის დასავლეთით, სინძიანის პროვინციაში დადასტურდა. სამი შემთხვევა იმპორტირებულია.

ამასთან, ბოლო ერთ დღეში, ჩინეთში კორონავირუსის 27 ასიმპტომური შემთხვევა გამოვლინდა.

29 ივლისის მონაცემებით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ ჩინეთში „კოვიდ-19“-ით 84 060 ადამიანი დაინფიცირდა, 4 634 კი, გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი