ჩინეთში იმ ქვეყნებიდან ჩასულ მოქალაქეებს, სადაც კორონავირუსია გავრცელებული, კარანტინში მოათავსებენ

14:01, 03.03.2020

ჩინეთი ჩასული მგზავრების ნაწილს 14 დღით კარანტინში გადაიყვანენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ (BBC) ავრცელებს. როგორც გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, აღნიშნულ ზომას მიმართავენ იმ ქვეყნებიდან ჩასულთა მიმართ, სადაც კორონავირუსი ყველაზე მეტად არის გავრცელებული.

„პეკინში შეშფოთებული არიან, რადგან არსებობს საშიშროება, რომ ვირუსი ჩინეთში დაბრუნდება“, – წერს „ბიბისი“.

ჩინეთის ხელისუფლება ასევე მოუწოდებს საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩინეთის მოქალაქეებს, დაგეგმილი მოგზაურობა გადადონ.

ჩინეთის შემდეგ კორონავირუსის გამო რთული ვითარებაა იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში.

იტალიაში ვირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა უკვე 52 შეადგინა.

მსგავსი