ჯარედ კუშნერი – რუსეთი დავარწმუნეთ უკრაინისთვის ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მინიჭების აუცილებლობაში

09:00, 20.11.2026

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი უკრაინისთვის ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიის მიცემის შესაძლებლობას განიხილავს.

კუშნერის თქმით, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება, თუმცა ასეთი გარანტიის გაცემა, პირველ ყოვლისა, აშშ-ის ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს.

მისივე განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიები უფრო ფართო შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია, რომლის მიღწევაც შევძელით. ვფიქრობ, რუსები დავარწმუნეთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტია შესაძლოა, ნატო-ს მე-5 მუხლს დაეფუძნოს. ეს თანხვედრაშია თავად რუსების განცხადებებთანაც. მათი თქმით, ომის დასრულების შემდეგ, სურთ, მომავალში ახალი ომი აღარ განმეორდეს. ვიცი, რომ რუსეთში ამ კონცეფციის მიმართ დიდი სკეპტიციზმი და უნდობლობა არსებობს, თუმცა სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ევროპასა და რუსეთს შორის დიალოგის განახლება, მხარეებს უნდა მიეცეთ განხილვისა და ერთმანეთის მოსმენის შესაძლებლობა. თუ არ ვცდები, მათ შორის ბოლო საუბარი ოთხ წელზე მეტი ხნის წინ შედგა; ვფიქრობ, ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. ომი ადამიანებს ცვლის. ამერიკის პერსპექტივიდან, მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიის მიცემა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი ამ შესაძლებლობის მიმართ ღიაა, თუმცა, ცხადია, ეს ამერიკის ინტერესებში უნდა შედიოდეს. ამასთან, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს უსაფრთხოების უფრო ფართო პაკეტის ნაწილია. ვგულისხმობ იმას, რაც დღეს „მსურველთა კოალიციასთან“ ერთად განვიხილეთ, გასულ წელს გაწეულ სამუშაოს და იმ პროცესს, რომლის განახლებასა და დახვეწასაც კვლავ ვაგრძელებთ. ეს ყველაფერი ერთმანეთთან უნდა იყოს დაკავშირებული“, – განაცხადა კუშნერმა.

მსგავსი