ჩინეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გასული დღის მაჩვენებელთან შედარებით რვა შემთხვევით მეტია. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის განცხადებით, ყველა ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. რაც შეეხება უსიმპტომო პაციენტებს, რომლებსაც ჩინეთი ოფიციალურ მონაცემებში არ აღრიცხავს, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ასეთი 12 შემთხვევა დაფიქსირდა.

ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში „კოვიდ-19“-ის 86 361 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 4 634 ადამიანი.

დატოვე კომენტარი