ჩინეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ორით მეტია წინა დღეს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მონაცემებით, ახალი შემთხვევების უმეტესობა იმპორტირებულია. ასევე, დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში 25 უსიმპტომო შემთხვევა გამოვლინდა.

ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 85 291 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 4 634 ადამიანი.