ჩინეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსი 19 ადამიანს დაუდასტურდა, გამოვლინდა 24 უსიმპტომო შემთხვევა
ჩინეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსი 19 ადამიანს დაუდასტურდა, გამოვლინდა 24 უსიმპტომო შემთხვევა

ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, ყველა შემთხვევა იმპორტირებულია. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ასევე, ჩინეთში დღე-ღამის განმავლობაში 24 უსიმპტომო შემთხვევა აღრიცხეს.

ჩინეთის მთვარობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ჩინეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 85 704 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 4 634 ადამიანი.