ჩინეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსი 13 ადამიანს დაუდასტურდა, გამოვლინდა 33 ასიმპტომური შემთხვევა
ჩინეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსი 13 ადამიანს დაუდასტურდა, გამოვლინდა 33 ასიმპტომური შემთხვევა

ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 13 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის კომისია ავრცელებს.

პეკინში ამბობენ, რომ ინფიცირების ზუსტად ანალოგიური მაჩვენებელი იყო 17 ოქტომბერსაც. ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნული კომისიის ცნობით, ახალი შემთხვევებიდან ყველა იმპორტირებულია.

ქვეყანაში ბოლო ერთ დღეში 33 ასიმპტომური შემთხვევა გამოვლინდა. ჩინეთის ხელისუფლების მონაცემებით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციით 85 685 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 4 634 გარდაიცვალა.

„გარდიანის“ ინფორმაციით, ჩინეთი „დიდი ოცეულის“ ერთადერთი ქვეყანა იქნება, რომლის ეკონომიკა მიმდინარე წელს კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე გაიზრდება. ჩინეთის ცენტრალური ბანკი მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკის ორპროცენტიან ზრდას ვარაუდობს.

დატოვე კომენტარი