ჩინეთში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ავტობუსი გაიტაცა და ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა

15:30, 25.12.2018

ჩინეთის ქალაქ ლუნიანში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ავტობუსი გაიტაცა და ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა.

ინციდენტის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა 21 კი, დაშავდა.

გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი დაღუპული პოლიციის ოფიცერია.

დანით შეიარაღებული დამნაშავე ადგილობრივმა სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი