ჩინეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით გარდაცვალება არ დაფიქსირებულა

09:53, 29.04.2020

ჩინეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა. ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნულ კომისიაზე დაყრდნობით, „ბიბისი“ წერს, რომ ბოლო ერთ დღეში ჩინეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

პეკინში აცხადებენ, რომ ერთი შემთხვევის გარდა, ყველა შემთხვევა იმპორტირებულია.

კორონავირუსთან დაკავშირებული ლეტალური შედეგის მაჩვენებელი ჩინეთში უცვლელია – ქვეყანაში ვირუსით სულ 4 633 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი