ჩინეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც, წინა დღესთან შედარებით, 10-ით ნაკლებია. მონაცემებს, ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაზე დაყრდნობით, „როიტერი“ ავრცელებს.

ბოლო შემთხვევებიდან შვიდი პეკინშია რეგისტრირებული. პეკინში ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის ახალი ეპიდაფეთქება დაფიქსირდა, რომელიც სასურსათო ბაზარს უკავშირდება. 11 ივნისის შემდეგ დაინფიცირდა 250-ზე მეტი ადამიანი.

ჩინეთში ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან სამი იმპორტირებულია.