ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

07:29, 23.06.2020

ჩინეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის 13 პეკინში აღრიცხეს. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ეპიდემიის ხელახლა გავრცელების გამო ჩინეთის დედაქალაქში მოქალაქეთა გადაადგილება კვლავ შეზღუდულია. კამკაცრებულია სანიტარული ზომებიც.

ჩინეთის ხელისუფლება იწყება, რომ ბოლო დღე-ღამეში გამოვლინდა შვიდი ასიმპტომური პაციენტი, რომელთაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი ცალკე აღრიცხავს.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში ვირუსის შემთხვევები ხელახლა ივნისის დასაწყისში გამოვლინდა. მას შემდეგ პეკინის ორ მილიონამდე მოქალაქეს კორონავირუსის ტესტი ჩაუტარდა. გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.

მსგავსი