ჩინეთში ავტომობილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე ქვეითებს დაეჯახა, დაღუპულია შვიდი ადამიანი
ჩინეთში ავტომობილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე ქვეითებს დაეჯახა, დაღუპულია შვიდი ადამიანი

ჩინეთის ქალაქ ლეშანში ავტომობილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე ქვეითებს დაეჯახა.

ინციდენტმა სხვა ავტომობილების შეჯახებაც გამოიწვია. შედეგად, შვიდი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი, მძიმედ დაშავდა.

სამართალდამცველებმა მძღოლი ადგილზე დააკავეს. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.