ჩინეთმა და პალესტინამ თავისუფალი ვაჭრობის ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს

19:41, 24.10.2018

ჩინეთმა და პალესტინამ თავისუფალი ვაჭრობის ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. პალესტინის ადმინისტრაციას ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი, ვან ციშანი და ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე, ციან კემინი ესტუმრნენ.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებისთვის დიალოგი ინტენსიურ რეჟიმში გადავა. 2017 წლის მონაცემებით, ჩინეთსა და პალესტინის ადმინისტრაციას შორის სავაჭრო ბრუნვამ 69.28 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც 2016 წელთან შეფარდებით 16%-ით მეტია.

მსგავსი