ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გასაპროტესტებლად აშშ-ის ელჩი უწყებაში დაიბარა
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გასაპროტესტებლად აშშ-ის ელჩი უწყებაში დაიბარა

ჩინეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ნიკოლას ბარნსი ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გასაპროტესტებლად ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსს მიზანმიმართულ პროვოკაციაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ეს ცეცხლთან თამაშია.

„ვინც პოლიტიკური სარგებლის მოსაპოვებლად ტაივანის საკითხით მანიპულაციას შეეცდება, საბოლოოდ ისტორიაში სირცხვილის მხარეს იქნება“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ.

ვან ის თქმით, ამერიკის მთავრობას შეეძლო,​ პელოსი შეეჩერებინა, მაგრამ ასე არ მოიქცა, რამაც სერიოზულად დააზიანა ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობა.