ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში რელიგიის პროპაგანდის თავიდან აცილების მიზნით, საშობაო დღესასწაულის აღნიშვნა აკრძალეს
ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში რელიგიის პროპაგანდის თავიდან აცილების მიზნით, საშობაო დღესასწაულის აღნიშვნა აკრძალეს

გამოცემა South China Morning Post-ის ცნობით, ხებეის პროვინციის ქალაქ ლანფანში ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აიკრძალა შობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ღონისძიების გამართვა, ასევე ქუჩების სადღესასწაულო დეკორაციებით გაფორმება.

ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიღებულ დოკუმენტში, რომელიც მოგვიანებით სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა, განმარტებულია, რომ სამართალდამცავი ორგანოები ქალაქში პატრულირებას გააძლიერებენ, რათა აკრძალული შობის საჯაროდ აღნიშვნა ვერავინ შეძლოს.

ქალაქ ლანფანის ხელისუფლების განმარტებით ნაძვის ხე, სანტა კლაუსის ფიგურები და ნებისმიერ სხვა საშობაო ატრიბუტი რელიგიის პროპაგანდის თავიდან აცილების მიზნით აიკრძალა.

საჯარო თავშეყრის ადგილებთან ერთად სამართალდამცველები მკაცრად გააკონტროლებენ საცხოვრებელი სახლების აივნებსა და ფანჯრებს, რომლებიც მოსახლეობამ შესაძლოა, სადღესასწაულოდ გააფორმოს.

აკრძალვა ეხებათ საშობაო დღესასწაულის ნებისმიერი ატრიბუტის გამყიდველებსაც. ვითარების გასაკონტროლებლად 23-25 დეკემბერს სამართალდამცავ ორგანოში სრული მობილიზაცია იგეგმება