ჩინეთის ლიდერი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

12:16, 18.05.2020

ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რიგით 73-ე ასამბლეა დღეს გაიხსნება და კორონავირუსის პანდემიის გამო ვიდეოკონფერენციის სახით ჩატარდება. ასამბლეა ორდღიანია.

ჩინეთის ხელისუფლებას არაერთი ქვეყანა აკრიტიკებს კორონავირუსის გავრცელებაზე საერთაშორისო საზოგადოების დაგვიანებული ინფორმირების გამო.

მსგავსი