ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში კორონავირუსის შიდა გადადების არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა
ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში კორონავირუსის შიდა გადადების არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში კორონავირუსის შიდა გადადების არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, მხოლოდ ერთი იმპორტირებული შემთხვევა შიდა მონღოლეთის ავტონომიურ რეგიონში დადასტურდა.

11 მაისის დღის ბოლომდე ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში ასევე არ დადასტურებულა „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული გარდაცვალების შემთხვევა.

ჩინეთში ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ისგან 27 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 503 ადამიანს კი, სამედიცინო დაკვირვება მოეხსნა. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ ქვეყნის კონტინენტურ ნაწილში ბოლო ერთ დღეში 15 ასიმპტომატური შემთხვევა გამოვლინდა.