ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

09:34, 06.05.2020

ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ორივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია.

6 მაისის მონაცემებით, საავადმყოფო დამატებით 58-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ საერთო ჯამში ქვეყნის კონტინენტურ ნაწილში „კოვიდ 19“ 82 883 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 77 911 ადამიანი უვე გამოჯანმრთელდა, 4 633 ადამიანი გარდაიცვალა, 339 პაციენტს კი ამ დრომდე მკურნალობენ.

ინფიცირებულებთან ახლო კონტაქტის გამო, ჩინელი ექიმები 6 973 ადამიანს ამ დრომდე აკვირდებიან. ტესტირების შედეგად, ასევე გამოვლინდა 20 ახალი ასიმპტომური შემთხვევა.

მსგავსი