ჩინეთი მისი მავალის მიერ მთვარეზე აღმოჩენილი უცნაური ნივთიერების ფოტოს აქვეყნებს
ჩინეთი მისი მავალის მიერ მთვარეზე აღმოჩენილი უცნაური ნივთიერების ფოტოს აქვეყნებს

2019 წლის აგვისტოში, ჩინეთის მავალმა იუთუ-2-მა მთვარის „ბნელ მხარეს“ რაღაც უცნაური აღმოაჩინა — იდუმალი ნივთიერება, რომელსაც ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ „გელის მსგავსი“ უწოდა.

ამჯერად, ჩინეთის მთვარის კვლევის პროგრამა ამ ნივთიერების ახალ ფორმას აქვეყნებს.

ექსპერტთა განცხადებით, ეს ნივთიერება ის არის, რასაც მეცნიერები თავიდანვე ვარაუდობდნენ — სხვა სხეულის დაცემის შედეგად წარმოქმნილი მუქი მინა. იგივე ნივთიერება „პოლო 17“-ის მისიის ამერიკელმა ასტრონავტებმაც იპოვეს.

მაღალი სიჩქარის მეტეორული დარტყმები მინერალებს წნევის შედეგად კაშკაშა მინად გარდაქმნის, რომელიც სინათლეს საკმაოდ უცნაურად ირეკლავს.

ნასას მკვლევრის, დენ მორიატრის განცხადებით, ამ ამბავში ერთადერთი ყურადსაღები ცნობა ის არის, რომ ეს ნივთიერება შედარებით უფრო მუქია.

იუთუ-2-მა ამ ნივთიერებისთვის ფოტოს გადაღება პირველ ცდაზე ვერ შეძლო, რადგან ეს უცნაური ნამსხვრევები კრატერის ფსკერზეა მიმოფანტული.

2019 წლის 3 იანვარს ჩინეთმა მთვარის „ბნელ მხარეს“ ხომალდი Chang’e-4 დასვა. აღსანიშნავია, რომ მთვარის ამ ნაწილში ხომალდი კაცობრიობის ისტორიაში პირველად დაჯდა. მავალი იუთუ-2 დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე სწორედ ამ ხომალდმა ჩაიტანა.

დატოვე კომენტარი