ჩინეთი 3 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავს მსოფლიოში პანდემიის საწინააღმდეგოდ ბრძოლისთვის
ჩინეთი 3 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავს მსოფლიოში პანდემიის საწინააღმდეგოდ ბრძოლისთვის

მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩინეთის ხელისუფლება დაახლოებით 3 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს განვითარებადი ქვეყნებისთვის კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აღსადგენად.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა „აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის“ ფარგლებში განაცხადა.

„ჩინეთმა მასშტაბური ვაქცინაციის პროცესის გამოწვევა გადალახა და განვითარებად ქვეყნებს ვაქცინების 500 მილიონი დოზა მიაწოდა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩვენ 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას გავუწევთ განვითარებად ქვეყნებს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და მათი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აღსადგენად“, – აღნიშნა სი ძინპინმა.