ჩილეში საპროტესტო აქციები კვლავ ძალადობაში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ძალის გამოყენება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მომიტინგეებმა სამართალდამცავებს ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. არეულობის დროს ათობით ადამიანი დააკავეს.
ჩილეში საპროტესტო აქციები მეტროპოლიტენით მგზავრობაზე ფასის გაზრდამ გამოიწვია. მოგვიანებით, მიტინგები ძალადობასა და მოროდიორობაში გადაიზარდა. მიუხედავად ამისა, აქციების ორგანიზატორები გაჩერებას არ აპირებენ. მათი თქმით, აქციების მიზანი ჩილეში სოციალურ უთანასწორობასთან ბრძოლაა.
მომიტინგეები მთავრობისგან პენსიებისა და ხელფასების გაზრდას ითხოვენ.