ჩილეში მთავრობის საწინააღმდეგო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. ქვეყნის დედაქალაქ სანტიაგოში საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს, დემონსტრანტები პოლიციას სხვადსხვა საგნებს ესროდნენ. აქციის მონაწილეების ნაწილი წინააღმდეგობის ნიშნად ცეცხლმოკიდებული ბარიკადების ირგვლივ შეიკრიბა.
ჩილეში ანტისამთავრობო აქციები გასული წლის ოქტომბრიდან იმართება. აქციები თავდაპირველად საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ფასების გაზრდის გამო დაიწყო, თუმცა მოგვიანებით, დემონსტრანტებმა პენსიების ზრდა, ასევე ჯანდაცვის და განათლების სისტემის გაუმჯობესება მოითხოვეს. აქციების ორგანიზატორები მთავრობაზე ზეწოლას ცდილობენ.