ჩილეს დედაქალაქში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მორიგი შეტაკება მოხდა
ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მორიგი შეტაკება მოხდა. ჩილეს პრეზიდენტის, სებასტიან პინიერას მიერ დაანონსებული რეფორმების მიუხედავად, სტუდენტებისა და პროფკავშირების ორგანიზებით სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მაინც გაიმართა.
ჩილეში მეტროთი მგზავრობის საფასურის გაზრდით გამოწვეული დემონსტრაციები მასშტაბურ სოციალურ პროტესტში გადაიზარდა. შეტაკებები ქვეყნის ქალაქებში უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება, რა დროსაც დაიღუპა 15 ადამიანი, 6 000-ზე მეტი კი დააკავეს.
მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე, პრეზიდენტმა 22 ოქტომბერს სოციალური რეფორმებს გატარების პირობა დადო, რომელიც პენსიების 20 პროცენტით მომატებას, ელექტროენერგიის გადასახადზე ტარიფების გაყინვას და სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.