ომარ მიგინეიშვილი დედაქალაქურ „საბურთალოში“ ითამაშებს – ინფორმაციას კლუბი ავრცელებს.
„მხარეებს შორის მოლაპარაკება, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, წარმატებით დასრულდა.
მიგინეიშვილი სხვადასხვა დროს ქუთაისის „ტორპედოს”, თბილისის „დინამოს”, „რუსთავის”, „ზესტაფონისა“ და „სამტრედიის” ღირსებას იცავდა“ – წერია „საბურთალოს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.
ეს ფაქტი იმითაა გამოწვეული, რომ შესაძლოა „საბურთალოს“ ლაზარე კუპატაძე ტოვებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატ მეკარეს კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა და უცხოეთში წასვლა სურს, კლუბს კი – მისი შემცვლელის პოვნა.