„დილა“ მეკარის დამატებას აპირებს – ერთ-ერთი კანდიდატი ლაზარე კუპატაძეა #1TVSPORT

11:33, 28.12.2022

მას შემდეგ, რაც გორის „დილა“ უკრაინელმა მეკარემ, დანილო კანევცევმა დატოვა, გუნდი ახალი გოლკიპერის დამატებაზე მუშაობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნული ლიგის მესამეადგილოსანი ბათუმის „დინამოს“ ყოფილი მეკარეებიდან ერთ-ერთის, ლაზარე კუპატაძის ან მიხეილ ალავიძის დამატებას აპირებს.

კუპატაძემ ბათუმის „დინამო“ ზაფხულში დატოვა და მას შემდეგ უგუნდოდაა. საინტერესო სტატისტიკაა: ეროვნული ლიგის დასრულებულ სეზონში წყალტუბოს „სამგურალის“ მეკარემ, ლევან შოვნაძემ 35 შეხვედრიდან 11-ში გოლი არ გაუშვა. ამდენივე „მშრალი“ მატჩი აქვს ლაზარე კუპატაძესაც, რომელმაც ორჯერ ნაკლები (17) შეხვედრა ჩაატარა.

მსგავსი