გუნდის წარმომადგენლებთან ჩემს დაპირისპირებაზე ინფორმაცია სრული სიცრუეა - ბათუმის „დინამომ“ კუპატაძის წასვლა დაადასტურა #1TVSPORT
გუნდის წარმომადგენლებთან ჩემს დაპირისპირებაზე ინფორმაცია სრული სიცრუეა - ბათუმის „დინამომ“ კუპატაძის წასვლა დაადასტურა #1TVSPORT
ბათუმის „დინამო“ მთავარმა მეკარემ, საქართველოს ნაკრების წევრმა ლაზარე კუპატაძემ დატოვა, – ამის შესახებ ინფრომაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„ლაზარე კუპატაძემ ჩვენი გუნდის რიგები დატოვა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. მადლობას ვუხდით ლაზარეს დინამოს მაისურით მოედანზე გატარებული თითოეული წუთისთვის. წარმატებებს გისურვებთ ლაზარე“, – წერია ბათუმის კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
ინფორმაცია თავად 26 წლის მეკარემ სოციალურ ქსელში გაავრცელა და გუნდთან დაპირისპირებაზე გავრცელებული ცნობა უარყო.
„ოფიციალურად დღეიდან, ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი აღარ ვარ. ის ლამაზი ისტორია დღეს დასრულდა, რომელიც ყველამ ერთად დავწერეთ, ფეხბურთელებმა, გუნდმა, საოცარმა გულშემატკივრებმა. მადლობა დიდი იმ საოცარი სიყვარულისთვის და ემოციებისთვის, რომელიც მე ამ გუნდში ყოფნისას მივიღე, არასდროს დამავიწყდება. მადლობა ჩვენს ფან-კლუბს, „შავი ზღვის პირატებს“ და ყველა გულშემატკივარს. სოციალურ ქსელში ვრცელდება რამდენიმე ფეიქ სახის ინფორმაცია, ჩემსა და გუნდის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რაც სრული სიცრუეა. დღემდე, ამ წამამდე ამ ხალხთან ვინარჩუნებ ძალიან კარგ ურთიერთობას და ვრჩები ბათუმის „დინამოს“ გულშემატკივრად. მიყვარხართ და მადლობა საოცარი ემოციებისთვის, კიდევ შევხვდებით“, – წერს ლაზარე კუპატაძე.
ლაზარე კუპატაძე ბათუმის „დინამოში“ 2021 წელს „საბურთალოდან“ გადავიდა. მას შემდეგ გუნდის ფორმა ეროვნულ ლიგაში 51 შეხვედრაში მოირგო.