ფრე ლიდერთა დაპირისპირებაში - ბათუმის „დინამო“ „საბურთალოს“ ისევ დაუზავდა #1TVSPORT
ფრე ლიდერთა დაპირისპირებაში - ბათუმის „დინამო“ „საბურთალოს“ ისევ დაუზავდა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგის მე-13 ტური რუსთავში გამართული შეხვედრით დაიწყო – ფეხბურთის ფედერაციის ცენტრში პორტირებულმასაბურთალომ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მოქმედი ჩემპიონისა და გათამაშების ლიდერის შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი გამოჩდნენ. თუმცა, სახიფათო მომენტები „საბურთალომ“ შექმნა, ორჯერ გიორგი გულიაშვილს ჰქონდა შანსი, მაგრამ სტუმართა მეკარე ლაზარე კუპატაძემ საიმედოდ ითამაშა.

ბათუმელები 77-ე წუთზეც მეკარემ გადაარჩინა. „საბურთალოს“ თავდამსხმელი და ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ბომბარდირი, ირაკლი სიხარულიძე მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ანგარიშის გახსნის რეალური შანსი კუპატაძის კარგი რეაქციის გამო ვერ გამოიყენა.

მატჩის ბოლოს ბათუმის „დინამო“ გააქტიურდა და თამაშის სათავისოდ შეცვლას შეეცადა, მასპინძელთა კარში სახიფათოდ დაარტყა ხვიჩა კვარაცხელიამ, ბოლო წამებზე გატანას ზურიკო დავითაშვილი ცდილობდა, მაგრამ „დინამომ“ მიზანს ვერ მიაღწია და საბოლოოდ, ისევე როგორც ამ გუნდების პირველ მატჩში, ამჯერადაც ფრე დაფიქსირდა – 0:0.

13 ტურის შემდეგ „საბურთალომ“ 22 ქულა დააგროვა და გორის „დილას“ (22) დაეწია, ბათუმის „დინამო“ (28) კი, კონკურენტების („დილა“-„დინამო თბილისი“) შეხვედრის შედეგის მიუხედავად, წინა ტურებში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე, შემდეგ ტურამდე პირველობას შეინარჩუნებს.