ჩეხეთი საფრანგეთიდან კორონავირუსით ინფიცირებულ ექვს პაციენტს მიიღებს

22:52, 05.04.2020

ჩეხეთი საფრანგეთიდან ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ ექვს პაციენტს მიიღებს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიჩის თქმით, ჩეხეთის მთავრობას დახმარებისთვის საფრანგეთის მთავრობამ მიმართა და ამ ეტაპზე ჩეხეთს დახმარების გაწევის რესურსი აქვს.

ინფიცირებულებს ბრნოს საავადმყოფოში მოათავსებენ.

ჩეხეთში ახალი კორონავირუსის 4543 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 67 ადამიანი.

მსგავსი