ჩეხეთი საფრანგეთიდან კორონავირუსით ინფიცირებულ ექვს პაციენტს მიიღებს
ჩეხეთი საფრანგეთიდან ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ ექვს პაციენტს მიიღებს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიჩის თქმით, ჩეხეთის მთავრობას დახმარებისთვის საფრანგეთის მთავრობამ მიმართა და ამ ეტაპზე ჩეხეთს დახმარების გაწევის რესურსი აქვს.
ინფიცირებულებს ბრნოს საავადმყოფოში მოათავსებენ.
ჩეხეთში ახალი კორონავირუსის 4543 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 67 ადამიანი.