Championat.com - ჯანო ანანიძის „სპარტაკიდან“ წასვლის ალბათობა 70 პროცენტია
Championat.com - ჯანო ანანიძის „სპარტაკიდან“ წასვლის ალბათობა 70 პროცენტია

„ჯანო ანანიძის „სპარტაკიდან“ წასვლის ალბათობა 70 პროცენტია“, – ასეთი დასკვნა გამოაქვს championat.com-ს. გამოცემა მოსკოვის „სპარტაკში“ ახალი მთავარი მწვრთნელის, ოლეგ კანონოვის დანიშვნას გამოეხმაურა და იმ მოთამაშეების სია გამოაქვეყნა, რომელთაც, შესაძლოა, კლუბის დატოვება მოუხდეთ.

„ჯანოს გუნდიდან წასვლის ალბათობა 70 პროცენტია. გასულ წელიწადნახევარში ქართველმა ნახევარმცველმა „სპარტაკში“ მხოლოდ ხუთი თამაში ჩაატარა. მისი კონტრაქტი გათვლილია 2021 წლის ბოლომდე. ამ ვითარებაში, ლოგიკური ჩანს მის გაცვლა აიზა გულიევზე, რომლის ტრანსფერის გამოსყიდვაზეც „სპარტაკს“ უპირატესი უფლება გააჩნია”, – წერს რუსული გამოცემა.

„სპარტაკისთვის“ აჯობებს ანანიძის გაშვება და გულიევის აყვანა – ამტკიცებს championat.com და გულიევის (წარმოშობით აზერბაიჯანელი მოთამაშე, რომელიც „სპარტაკის“ აღზრდილია და რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობს) უპირატესობაზე წერს – „უპირველესად, გულიევი არის შემოქმედებითი სტილის ახალგაზრდა ნახევარმცველი. მეორეც, ჯანო „როსტოვის“ ლიდერი იყო და მასთან ერთად თასი მოიგო. ამავე დროს, „სპარტაკში“ ქართველ ნახევარმცველს, უბრალოდ, არ უმართლებს“.