ჩაკვეტაძე მოედანს უბრუნდება - გიორგი „ოსტენდესთან“ მატჩისთვის ემზადება
გიორგი ჩაკვეტაძე ორთვიანი მკურნალობის შემდეგ მოედანს უბრუნდება – ეს სასიხარულო ინფორმაცია „გენტის“ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
„გენტი“ ევროპის ლიგაზე ზედიზედ მეხუთე მარცხის შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა, ვიმ დე დეკერმა დატოვა, რომელიც მიმდინარე სეზონში გუნდის მეოთხე დამრიგებელი იყო. ის ისევ ჰაინ ვანჰაზებრუკმა შეცვალა, რომელიც გუნდს 2014-2017 წლებში ავარჯიშებდა.
56 წლის სპეციალისტი „გენტს“ მოედანზე კვირას, 6 დეკემბერს „ოსტენდთან“ ბელგიის ჩემპიონატის მე-15 ტურის შეხვედრაში გაიყვანს. ვანჰაზებრუკმა დაასახელა შემადგენლობა, რომლითაც გუნდი მეტოქეს ესტუმრება და მათ შორის გიორგი ჩაკვეტაძის გვარიც იყო.
21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ბოლოს „გენტში“ 4 ოქტომბერს „ბეერსჰოტთან“ საშინაო შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ დაშავდა და საქართველოს ნაკრებს ევრო2020-ის პლეი ოფის ნახევარფდინალსა და ფინალში, ბელარუსთან და ჩრდილეოთ მაკედონაისთან შეხვედრებში ვერ დაეხმარა.