ჩაკ შუმერი – ტრამპმა პუტინს საუკეთესო დაბადების დღის საჩუქარი გაუკეთა, ის ეხმარება დიქტატორს, რომელიც ირანს ახლო აღმოსავლეთში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმების განხორციელებაში ეხმარებოდა

02:20, 18.10.2026

აშშ-ის სენატში უმცირესობის ლიდერი ჩაკ შუმერი დონალდ ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შეჩერების გამო აკრიტიკებს.

„ტრამპმა პუტინს წლის საუკეთესო დაბადების დღის საჩუქარი გაუკეთა. რუსეთის ეკონომიკისთვის სასიცოცხლო დახმარების გაწევით ტრამპის ეშმაკთან გარიგება სულ უფრო ბინძური ხდება. ტრამპის მიერ პუტინისთვის დათმობა და რუსეთისთვის აშშ-ის სანქციების მოხსნა არაფრით შეესაბამება ლოზუნგს – „ამერიკა პირველ ადგილზე“. ამერიკელებს ფასების მკვეთრი ზრდისგან დაცვა სჭირდებათ. ამის ნაცვლად, ტრამპი ეხმარება და ხელს უწყობს დიქტატორს, რომელიც ირანს ახლო აღმოსავლეთში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმების განხორციელებაში ეხმარებოდა“, – წერს შუმერი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც რუსეთის მიმართ „გრემის აქტით“ გათვალისწინებული ზოგიერთი სანქციის, შეზღუდვისა და ტარიფის მოქმედება შეჩერდა. შესაბამისი ბრძანება თეთრი სახლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

მსგავსი