ლონდონში გაგრძელდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩი მოქმედ ჩემპიონს მაგნუს კარლსენსა და პრეტენდენტ ფაბიანო კარუანას შორის. გაიმართა მე-12 პარტია და დაფიქსირდა რიგით მე-12 ყაიმი.
თეთრი ფიგურებით ამერიკელი დიდოსტატი თამაშობდა. პარტიამ თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და მეტოქეები 31-ე სვლაზე შეთანხმნენ ყაიმზე.
ეს იყო კლასიკური ფორმატით ჩატარებული ბოლო პარტია. მატჩის ანგარიში გახდა – 6:6. ასე რომ, ჩემპიონი ოთხშაბათს, ტაი-ბრეიკში გაირკვევა.