ჭაბუკთა ნაკრების წევრები პირველი დღის შემდეგ ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებენ | ჭიდაობა
იტალიის ქალაქ ფაენზაში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების წევრები პირველი დღის შემდეგ ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებენ.
ნაკრების მძიმეწონოსანი ფალავანი მათე გოქაძე ფინალში გავიდა და სამშაბათს ოქროს მედლისთვის რუსეთის წარმომადგენელის, საიდ მუსაევის წინააღმდეგ იჭიდავებს.
დიმიტრი ხაჩიძე (55 კგ) და ნიკოლოზ მარგველაშვილი (65 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას დამამშვიდებელი ეტაპიდან გააგრძელებენ.
დღესვე იტალიის ხალიჩაზე 45-51-60-71-92 კგ. წონითი კატეგორიების წარმომადგენლები წინასწარ და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს გამართავენ.
საქართველოს ღირსებას დავით გვასალია (45 კგ), თორნიკე სოლომონიძე (51 კგ), ნიკა ბროლაძე (60 კგ), დათა ჩხაიძე (71 კგ) და კოტე სიჭინავა (92 კგ) დაიცავენ.