მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო - საქართველოს ღირსებას დღეს ოთხი ქართველი დაიცავს
მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო - საქართველოს ღირსებას დღეს ოთხი ქართველი დაიცავს

მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ოთხი ქართველი მოჭიდავე გამოვა.ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში სტარტი აიღო მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატმა ჭიდაობაში.

პირველები ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოვლენ. დღეს, 55, 63, 72 და 82 კგ. წონით კატეგორიის ფალავნები იასპარეზებენ, რომლებიც წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს გამართავენ. საქართველოს ღირსებას ოთხი მოჭიდავე დაიცავს: ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლევან ქავჟარაძე (63 კგ), იური ლომაძე (72 კგ) და ლაშა გობაძე (82 კგ).

შეხვედრები თბილისის დროით 09:00 საათზე დაიწყო, ნახევარფინალები კი 16:00 საათიდან გაიმართება.