ქაჯაიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა – კუბელმა ლოპესმა მეოთხე ოლიმპიადა მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
იაკობ ქაჯაია ვერცხლის მედლის მფლობელია, საქართველომ კი ოლიმპიადაზე მეექვსე მედალი აიღო.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა მძიმეწონოსანმა ოლიმპიადის ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში იგი სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან კუბელ ლოპეს ნუნიესთან ანგარიშით 0:5 დამარცხდა.
უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე უკვე ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია.

1/8 ფინალი
ქაჯაია VS კუოსმანენი (ფინეთი)
https://www.youtube.com/watch?v=dcFFn6nDiMQ
1/4 ფინალი
ქაჯაია VS სიმიონოვი (ROC)
https://www.youtube.com/watch?v=wB_mnRikM8E
1/2 ფინალი
ქაჯაია VS ფერნანდესი (ჩილე)
https://youtu.be/16d5Ip_8aPo