ქაჯაიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა - კუბელმა ლოპესმა მეოთხე ოლიმპიადა მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
15:45, 02.08.2021
იაკობ ქაჯაია ვერცხლის მედლის მფლობელია, საქართველომ კი ოლიმპიადაზე მეექვსე მედალი აიღო.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა მძიმეწონოსანმა ოლიმპიადის ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში იგი სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან კუბელ ლოპესნუნიესთან ანგარიშით 0:5 დამარცხდა.
უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე უკვე ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია.