გიორგი მელიამ პირველი ბრძოლა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთან წააგო [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მელიამ პირველი ბრძოლა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთან წააგო [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის მეორე დღეს, ქართველი გიორგი მელია (97კგ) ასპარეზობს.

ჩვენი სპორტსმენი პირველ შეხვედრაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, რუს მუსა ევლოევს შეხვდა და 1:3 დამარცხდა.

მიუხედავად წარუმატებელი სტარტისა, მელია მაინც ინარჩუნებს შანსს, რათა რეპეჟაშიდან განაგრძოს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა. ეს კი, იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსი მოჭიდავე საკუთარ ნახევარფინალურ დაპირისპირებას მოიგებს და ფინალში გავა.

შეგახსენებთ, რომ მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია ოლიმპიადის ფინალშია და ოქროს მედლისთვის სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ კუბელ ლოპეს ნუნიესს შეხვდება. ეს დაპირისპირება თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე ჩვენი ქვეყნის სახელით მედლების მოპოვებას მელიასა და ქაჯაიას გარდა, შემდეგ დღეებში კიდევ ორი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შეეცდება – რამაზ ზოიძე 67 კგ და ლაშა გობაძე 87 კგ. ნახევარფინალური შეხვედრები, სადაც გიორგი მელიას დამმარცხებელი მუსა ვალიევი იჭიდავებს, 13:15 საათზე გაიმართება.