წურწუმია და გობაძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან

12:14, 14.09.2019

ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე, ორი ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნახევარფინალში გავიდა

55 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნუგზარ წურწუმიამ მეოთხედფინალში რუსი მოჭიდავე დამაჯერებლად დაამარცხა და ნახევარფინალში იაპონელ შოთა ოგავას შეხვდება. მეორე ქართველმა ლაშა გობაძემ, რომელიც 82 კგ.-ში გამოდის, მეოთხედფინალში ჩინელი სპორტსმენი დაამარცხა და ფინალში გასვლელად უზბეკ ნურბეკ ხაშიმბეკოვს დაუპირისპირდება.

ნახევარფინალები თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი