საკალათბურთო ევროლიგაზე მე-12 ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა.
ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა მოსკოვის „ცე-ეს-კამ“. რუსულმა გუნდმა საკუთარ არენაზე კაუნასის „ჟალგირისს“ უმასპინძლა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში, ოვერტაიმში 85-82 სძლია.
იტუდისის გუნდში ყველაზე შედეგიანი 19 ქულით მაიკ ჯეიმსი გამოდგა, 18 ქულით დაასრულა მატჩი იანის სტრელნიეკსმა.
ლიეტუველებს შორის ყველაზე შედეგიანი, 19 ქულით, ტომას ვალკუპი გამოდგა. 12 ტურის შემდეგ „ცე-ეს-კა“ რვა მოგებითა და ოთხი მარცხით მეოთხე-მეხუთე ადგილებს თელ-ავივის „მაკაბისთან“ ინაწილებს.
„ჟალგირისს“ სამი მოგება და ცხრა მარცხი აქვს და ბოლოს წინა, მე-17 ადგილზე იმყოფება
მაკაბი – ბაიერნი 77-55
ოლიმპია მილანო – ცრვენა ზვეზდა 67-77
რეალი – ვალენსია 111-99