ჩინეთის მაღაროში 20 ოქტომბერს, აფეთქების გამო დაწყებული სამაშველო ოპერაცია დასრულდა
აღმოსავლეთ ჩინეთში, მაღაროში მომხდარი აფეთქების შემდეგ დაწყებული სამაშველო ოპერაცია დასრულდა.
ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 21 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
აფეთქება იუნჩენის პროვინციაში მდებარე ქვანახშირის მაღაროში 20 ოქტომბერს მოხდა. შედეგად, მაღაროდან წყლის სადრენაჟე გვირაბი დაინგრა.
დაღუპულია ორი მუშა, 20 მაღაროელი კი, ბლოკირებული აღმოჩნდა. მაშველებმა მხოლოდ ერთი მათგანის გადარჩენა შეძლეს.