ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს ჩვენებას ბრალდებული ირაკლი ფირცხალავა აძლევს
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს ჩვენებას ბრალდებული ირაკლი ფირცხალავა აძლევს.
მოწმის მტკიცებით, როდესაც ის შემთხვევის ადგილზე მივიდა, ბუტა რობაქიძე უკვე გარდაცვლილი იყო, მისი მეგობრები დაკავებულები, ხოლო საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული.
„იმ დღეს ვიმყოფებოდი სუფრაზე ჩემს ნათლიასთან. დათო იაშვილის ტელეფონზე დამირეკა დავით ბედიამ. იაშვილს სურდა ჩემი ახლოს გაცნობა, იყვნენ ტელევიზიის მოპირდაპირე მხარეს ბარში. მივედი მეც. დათო იაშვილს ურეკავს ტელეფონი და მიდის. 2:27 წუთზე მირეკავს ტელეფონი. ამ დროისთვის მომხდარია დაკავება, ბუტა გარდაცვლილია. ანძაც აფიქსირებდა, რომ გადავდივარ მეორე მხარეს. მივედი ტაქსით შემთხვევის ადგილზე. ბევრი საპატრულო მანქანა იყო. მივედი 2:40 აკლია, ვნახე მიქაძე და ვესაუბრე. მითხრა, რომ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, ვკითხე, ვინმე თქვენიანი ხომ არ არის დაჭრილი-მეთქი და არა გარდაცვლილია ერთი მოქალაქეო. ამ დროს ჩერდება ტაქსი და გადმოდის გამომძიებელი შალვა მიქაბაძე, ისიც მთვრალი. ამ დროს მოვიდა ბაქრაძე, იქით ძირს ადამიანები იწვნენ. დავინახე კალაშნიკოვი იყო, კიდევ საბარგულზე ავტომატი იყო. ამის მერე დაახლოებით 4-5 თუ 7 თვის მერე ტელევიზორში თქვეს, რომ ბაშალეიშვილი დააკავეს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაზე. ეს იყო შოკი. დავრეკე და მითხრეს, რომ თვითონ მოვიდა და ასე თქვაო“, – განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესები ხუთი წელია რაც მიმდინარეობს. მთავარი საგამოძიებო უწყება ხუთ პირს შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს, გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზურა მიქაძეს, ზაზა ბაქრაძესა და დავით იაშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ედავება.